ჩინეთის ხელისუფლებამ ოჯახებს სამი ბავშვის ყოლის უფლება მისცა

ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შობადობის შეზღუდვის პოლიტიკა შეცვალოს, რომლის პრინციპია “ერთი ოჯახი – არა ორზე მეტი შვილი” – ორშაბათს, 31 მაისს გავრცელდა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ ოჯახებს სამი შვილის ყოლის უფლება მისცა. გადაწყვეტილება 2020 წლის აღწერის საფუძველზე მიიღეს, რომელმაც აჩვენა, რომ შობადობა მოსახლეობაში მკვეთრად შემცირებულია. “შობადობის პოლიტიკის ოპტიმოზაციისათვის” და მოსახლეობის დაბერებასთან საბრძლველად ხელისუფლებამ აღნიშნული ცვლილება აუცილებლად ჩათვალა – “დოიჩე ველე” წერს.

1979 წლიდან ჩინეთში შობადობა მუდმივად რეგულირდება. მისი მიზანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება იყო. 2013 წლიდან მეორე შვილის ყოლის უფლება დართეს იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მეუღლეთაგანი ერთადერთი შვილი იყო საკუთარ ოჯახში, გარდა ამისა, მეორე შვილის ყოლა შეეძლოთ მათ, ვისაც პირველი გოგო ყავდა, ან გარკვეულ ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენდნენ.

2015 წელს ჩინეთმა უარი თქვა პოლიტიკაზე “ერთი ოჯახი-ერთი შვილი”.
ჩინელი მეცნიერები საჭიროდ თვლიან მოსახლეობის დაბერებასთან ბრძოლას. 2020 წლის აღწერით, ჩინეთის მოსახლეობა 1,4 მილიარდია.

banner
წინა სტატიაშიდანია აშშ-ს მერკელისა და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების თვალთვალში ეხმარებოდა
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა – „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის კეთება თუ არ უნდა, ყვირილი გარეთაც შეეძლო, რა უნდათ პარლამენტში?