ჩინეთის ერთ-ერთ მაღაროში 21 ადამიანია ჩარჩენილი

ჩინეთის სინძიანის რეგიონში, ქვანახშირის მოპოვების ერთ-ერთი ობიექტი დაიტბორა, რის შედეგადაც 21 ადამიანი მაღაროშია ჩარჩენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს ობიექტზე 29 მაღაროელი იმყოფებოდა და მაშველებმა ჯერჯერობით 8 მათგანის ამოყვანა შეძლეს.

ჩინეთის მაღაროები ფატალური შემთხვევების სიხშირით გამოირჩევა.

მიმდინარე წლის იანვარში, შანდონგის პროვინციაში მდებარე ოქროს მომპოვებელ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 მაღაროელი დაიღუპა. გასული წლის დეკემბერში კი ქალაქ ჩონგინის მაღაროში ჩარჩენილი 23 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიგურიის სამ სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები კვლავ მოქმედებს
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს საწვავის ფასის ზრდას ისევ გააპროტესტებენ