ჩინეთის ელჩი – „სინოფარმის“ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია

ვაქცინების მიმართ მოთხოვნა როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან მაღალია, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია, ასეთ ვითარებაში ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინეთის მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იენიმ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისვე თქმით, ჩინური მხარე ჩინურ-ქართულ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან, როგორც ლი იენიმ განაცხადა, ჩინურმა მხარემ საქრთველოს ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული და სანდო ვაქცინა მიაწოდა.

მისივე თქმით, ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე მაღალია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩინური ვაქცინის პრეზენტაციას ვესწრები. „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის დაწებიდან ჩინეთი და საქართველო სირთულეების დროს მუდამ ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს პრევენციის, კონტროლის გამოცდილების გაზიარებით, მატერიალური დახმარების გაწევითა და სხვა ფორმებით. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად ვახორციელებთ.

როგორც იტყვიან, მეგობარი გასაჭირში იცნობაო. ვაქცინების მიმართ მოთხოვნა როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან მაღალია, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია, ასეთ ვითარებაში ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინეთის მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა. პრეზოდენტ სი ძიპინის განცხადებით, ვაქცინა გლობალური საზოაგადოებრივი პროდუქტი უნდა იყოს. ჩინეთი პრაქტიკული ქმედებებით ცდილობს ამის სისრულეში მოყვანას. ჩინური მხარე ჩინურ-ქართულ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერააა.

ვაქცინა ვირუსის საწინააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. ჩინური ვაქცინები ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამჯერად ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციულ, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია. ამ დროისთვის ეს ვაქცინა არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება, არამედ მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მილიონზე მეტი დოზა. ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღიარებული. ჩინური მხარე იმდოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართველი ხალხის სოცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი მზად არის, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერაშორისო თამამშრომლობა. მათ შორის ვაქცინების მიმართულებით, რათა ერთად შევუწყოთ ხელი საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის ჩამოყალიბებას.

ვიმედოვნებ, ჩინური ვაქცინა საქართველოს „კოვიდ-19“-ის სწრაფად დამარცხებაში და სოციალური-ეკონომიკური კეთილდღეობის, განვითარებისა და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, – განაცხადა ლი იენიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე – ამ ეტაპისთვის გაგვაჩნია რესურსი, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე