ჩინეთის ელჩი : საქართველოს მთავრობამ მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით

ქართველი ხალხი საბოლოოდ დაძლევს ამ გამოწვევას, მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულმა მექანიზმმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში – ამის შესახე საქართელოში ჩინეთის ელჩმა ლი იენმა განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ლი იენის თქმით, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯები გადადგა კორონა ვირუსისგან თავის დაცვის მიზნით და ეს აუცილებლად გამოიღებს ნაყოფიერ შედეგს ვირუსის პრევენციის მხრივ.ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის იმ მომენტში, როცა ჩინეთს ვირუსთან ბრძოლა უჭირდა და გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ამ სენის დაძლევაში.
ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს.

“საქართველოს მთავრობამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო იმისთვის, რომ სრული მობილიზაცია მოეხდინა. მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულმა მექანიზმმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში.
ჩინეთს და საქართველოს, როგორც მეგობარ ქვეყნებს, ერთმანეთთან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს. როდესაც ჩინეთში ეპიდემია გავრცელდა, ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან და ქართველი ხალხისგან – გვინდა ამისთვის მადლიერება გამოვხატოთ. ვირუსი ახლა საქართველოშიც გავრცელდა და ეს ჩინელი ხალხისთვის ძალიან შემაშფოთებელია. გვსურს ვირუსთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ. ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს. გასულ კვირას, ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ ვიდეო-შეხვედრას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით. ჩინელმა ექსპერტებმა და ექიმებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს.ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი საბოლოოდ დაძლევს ამ გამოწვევას. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, დაემორჩილონ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ ყველა რეგულაციას“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიარუსთავში სასტუმრო „რუსთავი“ საკარანტინო ზონად გამოცხადდა