ჩინეთიდან საქართველოში დღეს სპეცრეისი განხორციელდება და ქვეყანა ორი ტიპის სწრაფ ტესტს მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოში დღეს სპეცრეისი განხორციელდება და ქვეყანა ორი ტიპის სწრაფ ტესტს მიიღებს.

„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი ტესტი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და უბრალოდ მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ იქ, სადაც ჩათვლიან, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია.

მინისტრის განმარტებით, ასეთ ადგილად უკვე შერჩეულია მარნეული.

„შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ჩვენ ვთვლით, რომ არის რისკი ეპიდემიური აფეთქების, დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას. ამ ეტაპისთვის ეს რეგიონი შერჩეული არის და არის მარნეულის რეგიონი, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისეთი სწრაფად გავრცელება, რომელიც ეს შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არ ქონის შემთხვევაში, არამედ რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავება და მისი დინამიკურობის გაკონტროლება“ ,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმამა თეოდორე გიგნაძე ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს სახელით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი კოპაძე ახალციხეში მოწყობილი საკარანტინო ზონის მდგომარეობას გაეცნო