ჩინეთი ტაივანის ძალადობრივი მიერთებით იმუქრება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ცზინპინმა განაცხადა, რომ მზად არის ტაივანი სამხედრო ძალის გამოყენებით მიიერთოს. “ჩინეთი უნდა გაერთიანდეს და ეს აუცილებლად მოხდება” – ოთხშაბათს, 2 იანვარს პეკინში ჩინეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ტაივანის დამოუკიდებლობა “ისტორიულ მოვლენებს ეწინააღმდეგება და ჩიხში შეყავს ის”, კუნძულის შემოერთება კი “ტაივანელი გლეხებისთვის მისწრება იქნება” – თქვა სი ცზინპინმა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ პეკინის მიზანია მშვიდობიანი გაერთიანება, თუმცა, თუკი ეს ასე არ მოხდება, ჩინეთი უფლებას იტოვებს ყველა საჭირო ძალა გამოიყენოს – “დოიჩე ველე” წერს.
თავის მხრივ, ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინვენმა თავის საახალწლო გამოსვლაში თქვა, რომ “ქვეყანა მზად არ არის უარი თქვას სუვერენიტეტზე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას დაუთმოს”.

banner
წინა სტატიაშიჯაშუშური სკანდალი: აშშ რუსეთისგან ყოფილი სამხედრო პირის დაკავების გარემოებების ახსნას სთხოვს
შემდეგი სტატიარონალდუმ Instagram-ში რეკორდი დაამყარა