33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ჩინეთი ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან “სპეციალურ საზღვაო ოპერაციას” იწყებს

ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან „სპეციალური საზღვაო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

სააგენტო „სინხუას“ ცნობით, „სპეცოპერაციის“ მიზანია „ზღვაზე ჩინეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი იურისდიქციის განხორციელება, შორეულ საზღვაო რაიონებში საპატრულო და სამართალდამცავი შესაძლებლობების გაძლიერება, საკვანძო აკვატორიებში მოძრაობის რეგულირება, საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეროვნული უფლებებისა და ინტერესების დაცვა“.

პეკინის განმარტებით, ეს არის პასუხი იაპონიასა და ფილიპინებს შორის ამ რაიონში საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე, რასაც ჩინეთი საკუთარი ტერიტორიული სუვერენიტეტისა და საზღვაო უფლებების ხელყოფად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ლიბანიდან გაშვებული ორი ჭურვი გაანეიტრალა
შემდეგი სტატიამამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდა