ჩინეთი პნევმონიის 139 ახალ შემთხვევას ადასტურებს

შაბათ-კვირის განმავლობაში ჩინეთში უცნობი ვირუსით გამოწვეული პნევმონიის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი, -ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უხანის გარდა ჩინეთის სხვა ქალაქებშიც დადასტურდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ უხანში დღემდე ვირუსის 198 შემთხვევაა დადასტურებული. 170 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობას ჯერ კიდევ აგრძელებს. პეკინი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს.

banner
წინა სტატიაშივლადიმირ ზელენსკი – ჩემი აზრით, პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი, დამოუკიდებელი ქვეყანაა
შემდეგი სტატია2019 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა ცხრა პროცენტით გაიზარდა