ჩინეთი აცხადებს, რომ ისრაელში ჩინეთის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვანგ ვენბინმა დღეს განაცხადა.
განცხადება ვანგ ვენბინმა იმ ცნობის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ორი ჩინელი მუშა ღაზის საზღვართან ახლოს დაიღუპა.
ჩინეთი ამ დრომდე ცდილობს გადაამოწმოს და დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაციის სისწორე.