11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის შიდა საქმეებში აშშ-ის შესაძლო ჩარევას” – ქვეყნის საგარეო უწყება

ჩინეთში აცხადებენ, რომ ირანში აშშ-ის პრეზიდენტის ნებისმიერ შესაძლო ჩარევას ეწინააღდეგებიან, – ამის ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე დონალდ ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ „მკაცრ ზომებს მიიღბს“, მაო ნინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი არ ამართლებს ძალის გამოყენებას ან მუქარას საერთაშორისო ურთიერთობებში.

მისივე თქმით, ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის შიდა საქმეებში ნებისმიერ გარე ჩარევას.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში მიმდინარე პროცესები რუსეთის მიერ დემოკრატიის ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელებული ფართო სტრატეგიის ნაწილია” – ზურაბიშვილი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“ინტერნეტი ტერორისტული ოპერაციების დაწყების შემდეგ გაითიშა, მანამდე არ გათიშულა” – ირანის მთავრობა