ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს, მზად ვართ, ავითვისოთ მასთან ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალი

ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს, გვინდა და მზად ვართ ავითვისოთ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სავაჭრო ცენტრის „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას” გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თბილისში გაიხსნა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი.

„ეს არის ულტრათანამედროვე და კომფორტული სავაჭრო სივრცე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მთელი რეგიონიდან მოიზიდავს მომხმარებელს. მომხმარებელს დახვდება 400-მდე მაღაზია და ყველაზე კომფორტული გარემო, რაც ერთი გაჩერების პრინციპით მოემსახურება ყველა მათგანს. მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს ყველა საჭირო ნივთი ერთ ადგილას”, – განაცხადა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა “ჰუალინგ ჯგუფს”, რომელმაც აღნიშნული პროექტი განახორციელა. ასევე მადლობა გადაუხადა ჯგუფის დამფუძნებელს და აღნიშნა, რომ “ჰუალინგ ჯგუფი” ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია საქართველოში, რომელიც ინვესტიციებს ძალიან ბევრი მიმართულებით ახორციელებს.

“ჰუალინგ ჯგუფი” დასახელებული იქნა 2015 წლის წლის ინვესტორად საქარველოში. 150 მილიონის დოლარის ინვესტიცია იქნა განხორციელებული ამ სავაჭრო ცენტრში. ამ ინვესტიციის გარდა, ჩვენ მივესალმებით, რომ ეს ჯგუფი ახორციელებს ინვესტიცებს ასევე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ქუთაისში, ასევე საფინანსო სექტორში და არაერთი სხვა მიმართულებით. ჩვენ მივასალმებით, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში. ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს და ჩვენ გვინდა და მზად ვართ ავითვისოთ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალი. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ჩვენ მივესალმებით იმას, რომ უკანასკნელ თვეებში გაფორმებული იქნა თავისუფლი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან, რაც ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულებაა” , – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა ჩვენს რეგიონში, რომელმაც ჩინეთთან აღნიშნული ხელშეკრულება გააფორმა.
“ჩვენ დარწუნებულები ვართ, რომ ეს მისცემს მეტ შესაძლებლობებს ჩვენს ხალხებს მიიღონ მეტი სარგებელი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებით, ახალი კულტურული და ეკონომიკური კავშირებით. უნდა ითქვას, რომ ჩინეთთან კულტურული და ეკონომიკური კავშირები საუკუნეებს ითვლის და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ”, – განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი დავით ნარმანია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ძი იენჩი, საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები და სხვა მოწეული სტუმრები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიეუთოს წარმომადგნელები ყურანზე დაფიცების ფაქტების შესასწავლად დმანისში იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიადავით ნარმანია – როცა გვაქვს განსხვავებული აზრი, ეს ადამიანურად უნდა გამოვხატოთ და არა უშვერი სიტყვებით