ჩინელმა ქალმა თავის ქმარს პენისი ორჯერ მოაჭრა

ჩინელმა ქალმა თავის ქმარს პენისი ორჯერ მოაჭრა32 წლის ფან ლუნგმა, თავისი 21 წლის ცოლის ფენგ ლუნგის მობილური ტელეფონით, ელ-ფოსტის მეშვეობით წერილი გაუგზავნა თავის საყვარელს ჟანგ ჰუნგს, თუმცა შემდეგ ფოსტიდან გამოსვლა დაავიწყდა ისე დაუბრუნა მეუღლეს ტელეფონი. ცოლმა მალევე შეიტყო ქმრის ღალატის შესახებ, რის შემდეგაც ის გაცოფებული შევარდა საძინებელში მეუღლესთან და მას სასქესო ორგანო მაკრატლით მოაჭრა.
მძიმედ დაჭრილი ფან ლუნგი სასწრაფოდ იქნა ჰოსპიტალიზირებული და ექიმებმა მოახერხეს მისთვის რთული ოპერაციის მეშვეობით სასქესო ორგანო მიეკერათ. საოპერაციოდან პალატაში გადაყვანილ ფან ლუნგს, საავადმყოფოში შეპარული ცოლი ხელმეორედ დაესხა თავს და კვლავ მოაჭრა მიკერებული პენისი, რომელიც მაშინათვე ფანჯრიდან გადააგდო, თავად კი გაიქცა. გამწარებული ფან ლუნგი, მიუხედავად იმისა, რომ სისხლიდან იცლებოდა, საავადმყოფოს ეზოში დაეწია თავის ცოლს და გონების დაკარგვამდე სცემა ის.

ამის შემდეგ ფან ლუნგს საავადმყოფოს პერსონალმა კვლავ ჩაუტარა ოპერაცია და მისი გადარჩენა მოახერხა, თუმცა პენისის ხელმეორედ მიკერება ვერ შეძლეს, იმ მიზეზის გამო, რომ ის უბრალოდ ვერ იპოვეს. სავარაუდოდ ფან ლუნგის პენისი, საავადმყოფოს ეზოში მრავლად მყოფი მაწანწალა კატების ლუკმა გახდა.
ჩინური მედიის ცნობით, ფან ლუნგის საყვარელმა ჟანგ ჰუნგმა განაცხადა, რომ მას დიდად არ ანაღვლებს ის, რომ მისმა საყვარელმა კაცური ღირსება და შვილების გაჩენის უნარი დაკარგა, ,,შვილები მას ისედაც ხუთი ყავს,, განაცხადა მან.

ხოლო ფან ლუნგის მეუღლეს ფენგ ლუნგს, რომელიც ამ ამბის მერე დააპატიმრეს, ჩინური მედიიდ ცნობით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, 10 წლით პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატია„ჭამე ნოდარი”–გიგა ტაბიძემ კომედი შოუ დატოვა