ჩინელმა მშობლების და 17 მეზობლის მკვლელობა აღიარა

8ჩინეთის, ნიუნანის პროვინციის მკვიდრმა იან ცინპეიმ აღიარა, რომ მან საკუთარი მშობლები და ჩვიდმეტი მეზობელი მოკლა მშობლიურ სოფელ იემში. ცინპეი პროვინციის დედაქალაქში, დანაშაულის ადგილიდან 200 კმ-ში დააკავეს. მასზე ძებნა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც თანასოფლელების ცხედრები აღმოაჩინა პოლიციამ.
ახალგაზრდა მამაკაცი კუნმიენში მუშაობდა და მშობლიურ სოფელში სტუმრად ჩადიოდა მშობლებთან. ბოლოს მან ორი დღის წინ მოინახულა ისინი. მამაკაცმა მშობლებთან დავისას ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედა – რა ხერხებით, არ ვრცელდება. მშობლების მკვლელობის თემდეგ, მან იფიქრა, რომ მეზობლები გაიგებდნენ დანაშაულის შესახებ, ამიტომ ჩვიდმეტი მათგანი მოკლა. მისი მსხვერპლი 3-დან 72 წლამდე ასაკის თანასოფლელები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი დიდინეძის ინციდენტში მონაწილე “ენმ”ის წევრებთან შეხვედრას ითხოვს
შემდეგი სტატიარუსულმა ავიაციამ ალეპო ,,სეისმური,, ბომბებით დაბომბა