ჩინელებს ყირგიზეთიდან ათობით ათასი ვირი გაყავთ “ახალგაზრდობის ელექსირისთვის”

ყირზიგეთში, უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ჩინელებმა 45 ათასზე მეტი ვირი გაიყვანეს. ბოლო შვიდი თვის მანძილზე კი 17 ათასი. ყირგიზეთისთვის,ჩინეთი ვირის ძირითადი იმპორტიორია და ცხოველის ტყავისგან ჟელატინ ეცზიაოს ამზადებენ.

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში მას კიბოს დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ, ახლა ის კოსმეტიკაში, საკვებ დანამატებსა და საკონდიტრო ნაწარმში გამოიყენება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ “ახალგზარდობის ელექსირია” და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას,ხოლო ნაყოფის მოშლას და კანის დაბერაბას კი ხელს უშლის. ჩინურ ინტერნეტ მაღაზია “ალიბაბაში” ეცზიაოს ფასი თითქმის 2 000 დოლარამდე აღწევს.

“ბიბისის” ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ ეცზიაოს თვისებები გადაჭარბებულია, მასზე მოთხოვნა არ შემცირებულა და მზარდი ინდუსტრია წელიწადში თითქმის 4 მილიონ ვირის ტყავს ამუშავებს.

ყირგიზი ეკოლოგების თქმით, ვირის ექსპორტის გამო ქვეყანაში ეს ცხოველი შესაძლებელია მალე გადაშენდეს.

banner
წინა სტატიაშითბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა
შემდეგი სტატიაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში შევიდა