ჩინელებს აფხაზეთში თავისი სასათბურე მეურნეობა აქვთ (foto)

ჩინელებს აფხაზეთში თავისი სასათბურე მეურნეობა აქვთ

chineti afxzოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში, რომელსაც დღეს ელირი ქვია, დაახლოებით, 20 ჰექტარზე ბოსტნეულის და მწვანილის სათბურებია გაშენებული, სადაც მუშაობენ ჩინელები. ოცზე მეტი 200 მეტრიან ცელოფნით გადახურულ სათბურებში 45 ჩინელი და 30 ადგილობრივი მუშაობს.
„გულახდილად რომ გითხრათ, ჩვენ არ გვინდოდა ჩინელებისთვის მიწის მიცემა“ – ამბობს სოფელ ილირის თავკაცი ზურაბ სოლომკო. – მათ ცუდი რეპუტაცია აქვთ, მაგრამ ჩვენ პირობები წავუყენეთ: იმუშავებთ ყოველგვარი ქიმიის გარეშე, თუ არა – გაგაგდებთ. ამ ხნის განმავლობაში, რაც ისინი მუშაობენ, დარღვევები არ ყოფილა. პირველი პომიდორი ამ სათბურიდან სახლში არ წავიღე, შემეშინდა, არ მოვიწამლოთ-თქო.“ -თქვა სოლომკომ.
ჩინელები იმდენად შრომისმოყვარენი აღმოჩნდნენ, რომ სოფელმა გადაწყვიტა გამოუყოს კიდევ 50 ჰა მიწა, მწვანილის, ხახვის, წიწაკის, კომბოსტოს დასათესად.
ჩინელების სამუშაო დღე იწყება დილაადრიანად, მზის ამოსვლასთან ერთად, მუშაობენ ყოველ დღე, კვირის შუადღემდე. ჩინური თესლების კიტრი და პომიდორი მოჰყავთღია გრუნტში, იყენებენ კალციუმის სელიტრას და ბუნებრივ სასუქებს.
ფიტოსანიტარული ლაბორატორიის უფროსის, რუსლან ცვიჟბას მონაცემებით, ნიტრატების შემადგენლობის მხრივ, „ილორში მოყვანილი ბოსტნეული აკმაყოფილებს რუსეთის სახელმწიფო სტანდარტებს. ასე რომ, ამ მხრივ არანაირ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია – განაცხადა ცვიჟბამ. კალციუმის სელიტრაც ნორმის ფარგლებშია.
პომიდვრის და კიტრის საწყისი ფასი, შესაამისად, 60 და 75 რუბლია. 20 ჰექტარიდან ყოველწლიურად იღებენ 700 ტონას ბოსტნეულს, რაც აფხაზეთის ბაზრის 15-20 %-ია.
ოჩამჩირის რაიონში არის სხვა სათბურიც, რომელიც მუშაობს ჰოლანდიური ტექნოლოგიით და ათჯერ ნაკლები მიწის ფართობი უკავია, მაგრამმოსავალიმთელი წლის განმავლობაში მოჰყავთ და რაოდენობრივად იმდენივე, რამდენიც „ჩინური“ სათბურებიდან. ამასთან, ჰოლანდიური სათბურების მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ჩინურის.
კორესპონდენტის ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რამდენად დაცული არის სანიტარული ნორმები, სათბურების ტექნიკურ აღჭურვილობაზე საუბარიც ზედმეტია.

vureჩინელებს აფხაზეთში თავისი სასათბურე მეურნეობა აქვთ

ჩინელებს აფხაზეთში თავისი სასათბურე მეურნეობა აქვთჩინელებს აფხაზეთში თავისი სასათბურე მეურნეობა აქვთჩინელებს აფხაზეთში თავისი სასათბურე მეურნეობა აქვთ

ჩინელებს აფხაზეთში თავისი სასათბურე მეურნეობა აქვთჩინელებს აფხაზეთში თავისი სასათბურე მეურნეობა აქვთpoiu

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფო” ოცნებობს მსოფლიო ხალიფატის შექმნაზე
შემდეგი სტატიარუსმა მაიორმა 17 ტანკი ჯართში ჩააბარა…