ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სებასტიან პინიერა დაიღუპა

ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სებასტიან პინიერა ავიაკატასტროფაში დაიღუპა,-ამის შესახებ იტყობინება La Nacion და BioBioChile.

BioBioChile-ის ცნობით, Robinson R66-ის ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შემდეგ მგზავრებმა ნაპირზე გასვლა მოახერხეს, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც შვეულმფრენს მართავდა, დაიხრჩო, რადგან ღვედი ვერ შეიხსნა. მაშველებმა მისი ცხედარი დაახლოებით 40 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. BioBioChile-ის ცნობით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

74 წლის სებასტიან პინიერამ ჩილეს ორჯერ უხელმძღვანელა. ის პრეზიდენტის პოსტს 2010-2014 და 2018-2022 წლებში იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიYouTube-ის ვიდეო ჰოსტინგის ადმინისტრაციამ დაბლოკა რუსული სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის არხები
შემდეგი სტატიარუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არასასურველი ორგანიზაციების რეესტრში შეიტანა იაპონიაში რეგისტრირებული ჩრდილოეთ ტერიტორიების დაბრუნების კავშირი