პირველად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად უმძიმესი გადატანილი ამბებისა, მან [გიორგი ჩიკვაიძემ] თქვა, რომ [ციხეში] თავს ნამდვილად აღარ გრძნობს დაცულად”- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედა საგანგებო მიმართვაში წერს.
ეკა წერეწთელი აღნიშნავს, რომ პატიმარი ციხეში ადვოკატის შესვლას ითხოვს. ამასთან, პატიმრის დედის თქმით, ჩიკვაიზე საქმეში სახალხო დამცველის აპარატის ჩართვას ითხოვს:
დილის უმძიმესი ამბების მერე [გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს] , დამირეკა, ჩემმა პოლიტპატიმარმა შვილმა, გიორგი ჩიკვაიძემ, რომელზეც ციხის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, მასზე კვლავ გრძელდება ზეწოლის ფაქტები….
და პირველად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად უმძიმესი გადატანილი ამბებისა, მან თქვა, რომ თავს ნამდვილად აღარ გრძნობს დაცულად. მოითხოვა ადვოკატი, ჩართული გვყავს სახალხო დამცველის აპარატი.
დღეს კიდევ ერათხელ მივმართე იუსტიციის სამონისტროს გენ.ინსპექციას”- წერს წერეთელი.
















