ჩიხლაძე – ვაღიარებთ, იმაზე ნაკლები ხმა ავიღეთ, რასაც მოველოდით

პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ თავისი საქმე გააკეთა და ვაღიარებთ, იმაზე ნაკლები ხმა ავიღეთ, რასაც მოველოდით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მცდარ გზაზე ვიდექით. ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ და გავაგრძელებთ ამ სათქმელის მიტანას მოსახლეობამდე. ორპოლუსიანობამ შედეგი გამოიღო და ბევრი ამომრჩეველი, ვინც ჩვენთვის აპირებდა ხმის მიცემას, შეიძლება წავიდა და დაპირისპირებულ პოლუსებს მისცა ხმა ან ბევრი ამომრჩეველი საერთოდ არ მოვიდა ამომრჩეველზე.

ვიქნებით თვითკრიტიკულები, უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს ამომრჩევლებამდე ჩვენი მართალი აზრის მისატანად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყანას დაპირისპირება აღარ სჭირდება, სჭირდება იდეები, ახალი აზრები, ინოვაციები, განვითარება და ამას ამომრჩევლამდე აუცილებლად მივიტანთ. იმედი გვაქვს, 2022 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე აბსოლუტურად სხვანაირი შედეგები დადგება. შედეგები რაც იქნება, საკმაოდ მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკო – საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო -ხმის დათვლის ეტაპი
შემდეგი სტატიაISFED-მა კენჭისყრის პროცესი შეაჯამა