ჩიხლაძე – თუ ყველაფერი წესრიგშია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რატომ შეიტანა არჩევნები მოლაპარაკების საკითხებად

ყველაფერი წესრიგში თუ იყო, არაფერზე პრობლემა თუ არ არის და ვერაფერში პრობლემას თუ ვერ ხედავენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რატომ შეიტანა ეს საკითხები მოლაპარაკების საკითხებად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ჟოზეფ ბორელის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, ახლა მთავარი არის მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა.

„პირველი ნოემბრიდან მოყოლებული ჩვენ გვესმის მოწოდებები. პატივს ვცემთ დასავლელ პარტნიორებს. რაც შეეხება განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით, სამართლიანი არ წერია იმ დასკვნაში. იქ წერია თავისუფალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვითვალისწინებთ ბორელის აზრს, მაგრამ იგივე კითხვა გვიჩნდება, თუ ყველაფერი წესრიგში იყო, თუ არაფერზე პრობლემა არ არის და ვერაფერში პრობლემას ვერ ხედავენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რატომ შეიტანა ეს საკითხები მოლაპარაკების საკითხებად. ესე იგი პრობლემურია და ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ. ამიტომ მთავარი ახლა არის მოლაპარაკება და შეთანხმება. ვინ რა განცხადებას აკეთებს, ამას ყველა კარგად ვიმახსოვრებთ, პატივს ვცემთ, ვითვალისწინებთ და ზუსტად ამას რომ ვითვალისწინებთ, იმიტომაც ძალიან კონსტრუქციული პოზიცია გვიჭირავს ოპოზიციურ პარტიებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაიცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 წუთში!
შემდეგი სტატიახუხაშვილი – ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მეტ-ნაკლებად ლოიალურად უყურებს