ჩიხლაძე – სპეკულაციებს ვერ მივეცემი, გავრცელებულ ვიდეოში კარგად არ ჩანს, სად არის სააკაშვილი

არ ვიცი, სპეკულაციებს ვერ მივეცემი. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კარგად არ ჩანს, სად არის, როგორ არის, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვემზადებით არჩევნებისთვის და ყველას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად მოვიდნენ საარჩევნო ყუთებთან. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არჩევნებია, საით წავა ქვეყანა. დამისვამთ კითხვას და ბარემ გეტყვით, ,,მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებელი“ არც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე ვღელავთ, არც არჩამოსვლაზე. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, მივყვებით. დანამდვილებით ვიცი ერთი, ორპოლუსიანობა, დაპირისპირება, შუღლი უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება ხალხის მობილიზებას, ყოვლად დაუშვებელია, რაც ,,ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, ეს სამოქალაქო დაპირისპირებას ნიშნავს და ყოვლად მიუღებელია. ყველანი უნდა მოვბილიზდეთ, მივიდეთ არჩევნებზე, ახლა ესაა მთავარი. დანარჩენი – ჩამოვიდა, არ ჩამოვიდა, როგორ ჩამოვიდა, მგონი, ერთი დღეც და ყველა დავინახავთ. ვინც ამაზე უნდა ღელავდეს, ეს „ქართული ოცნებაა“. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს მშვიდობა და არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. თუ ის საქართველოში არ იმყოფება და მართლა დამონტაჟებულია, მაშინ ამის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ბატონი სააკაშვილი. თუ იმყოფება საქართველოში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. თუ ის შემოვიდა, ეს სისტემის კრახია. არ გამიკვირდება, სადაც ჩატაევი შემოეპარათ, სადაც ესებუა გაეპარათ, სადაც ვერც ერთი გახმაურებული საქმე ვერ გაიხსნა, არც ესაა გამორიცხული“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – სააკაშვილის ფაქტორი არ შეცვლის არანაირად პოლიტიკურ პროცესებს
შემდეგი სტატიამდინარაძე სააკაშვილზე – გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ უკრაინიდან არსად არ გასულა