ჩიხლაძე – საერთაშორისო არენაზე ბატონი ღარიბაშვილის სიტყვას ფასი არ აქვს

ღარიბაშვილი ქვეყნის შიგნით ვერ ახერხებს სწორი აქცენტების დასმას, ამიტომ ქვეყნის გარეთ მითუმეტეს ვერ დასვამს. საერთაშორისო არენაზე ბატონი ღარიბაშვილი არის დაზიანებული ფიგურა,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ პრემიერის გაეროში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტებზე უარი უთხრეს. ასე რომ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, დასავლელი პარტნიორებისთვის ისეთი პრემიერის სიტყვას, როგორიც ღარიბაშვილია, ფასი არ აქვს. რა თქმა უნდა, არაადეკვატურად იქნება თემები წარდგენილი იმიტომ, რომ ადეკვატურად რომ იყოს, მაშინ პრემიერმა უნდა ისაუბროს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც “ქართული ოცნების” პირობებში შეიქმნა, იმ კორუფციაზე, იმ ტოტალურ თვალთვალზე – რა თქმა უნდა, ამაზე ის არ ისაუბრებს, აქედან გამომდინარე, უკვე აცდენილი იქნება რეალობას მისი მთლიანი ტექსტი”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი სააკაშვილს – პარტიებს პულსი რომ არ ესინჯებოდეთ, რეჟიმი ჩამოშლილი არ იქნებოდა
შემდეგი სტატიახუხაშვილი “ოცნებაზე” – მოკლედ, ახალი ვერაფერი ისწავლეს, მერაბიშვილის შპარგალკებით მუშაობენ