ჩიხლაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე: არ მაქვს ჯერ იმის მტკიცებულება

არ მაქვს ჯერ იმის მტკიცებულება, რომ სააკაშვილი საქართველოშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს საათებში ნახავს ყველა, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები ავთენტური.

„მე არ მაქვს ჯერ მტკიცებულება, ყოველ შემთხვევაში, ვერ ვნახე, რომ ის არის საქართველოში. ნებისმიერ შემთხვევაში, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ არჩევნებზე, მეტი ადამიანი მივიდეს, გამოხატოს აზრი. ეს ქვეყანა არ არის თეთრი და შავი, მრავალფეროვანია, ბევრი პარტია არსებობს და ყველა პოლიტიკური გემოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. მთავარია სტაბილურობა, მთავარია, რომ არ იყოს სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენ პირადად არც ბატონი სააკაშვილის ჩამოსვლის გვეშინია და არც არჩამოსვლის, თუმცა მტკიცებულება, რომ ის არის საქართველოში, ჯერ არ ვიცი. ​ყოველ შემთხვევაში, ეს ვიდეო, მე პირადად არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოშია გადაღებული“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

კითხვაზე, რატომ უნდა დაედო მიხეილ სააკაშვილს დამონტაჟებული ვიდეო, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ თუ აღმოჩნდება, რომ ეს არის ყალბი ვიდეო, ამაზე ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ მის ავტორებს.

banner
წინა სტატიაში„ვინც უყურებს ივანიშვილის რეჟიმის საქციელს, როგორი განწყობითაც არ უნდა იყოთ, მოდით ხვალ არჩევნებზე, რომ ამ სამარცხვინო, მაგრამ ტრაგიკულ ამბავს მშვიდობიანად დავუსვათ წერტილი“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაობოლაძე : მისი ჩამოსვლა ქვეყანაში ცვლილებების ხელშეწყობას უკავშირდება