ჩიხლაძე – როცა უყურებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ასე ამცირებენ, აფორთხიალებენ, ეს ქვეყანა აღარ არის

კადრები გზაში ვნახე და ვარ შოკირებული, სიტყვები არ მყოფნის. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვარ დამცირებული, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრებს.

როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს, „ქართული ოცნების” მმართველობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

„როდესაც უყურებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ასე ამცირებენ, აფორთხიალებენ, ტანსაცმელს შემოახევენ და იძალადებენ, ეს ქვეყანა აღარ არის. აქამდე ვამბობდით, რომ რაღაც რეჟიმთან გვაქვს საქმე მაგრამ არა – ჩვეულებრივ ტერორისტულ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია. არ მჩვევია მკვეთრი განცხადებები, მაგრამ დღეს ვამბობ, რომ “ქართული ოცნების” მმართველობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გააჟღერა. ერთი ის, რომ დამტკიცდა და აღიარებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. მეორე ის, რომ პრიორიტეტული და მიღებულია საქმე. ისინი ამას დააკვირდებიან და მაღალი ინტერესი იქნება. მესამე კი ის, რომ ხელისუფლებას მოსთხოვეს პრეზიდენტ სააკაშვილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშივისაც ამ კადრების გამო არ გრცხვენიათ, არც ქართველები ხართ და არც ადამიანები – ელისო კილაძე
შემდეგი სტატიაGlobal finance –მა თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საუკეთესოდ აღიარა