ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე დაარღვია შეთანხმება

„ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე დაარღვია შეთანხმება, მორიგ ჯერზე ითაღლითა. 2021 წელს ეშინია, 2025-2026 წელს როგორი იქნება პროკურორის არჩევის წესი. ეშინია, რომ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიისკენ და შეასრულოს ვალდებულება, რომელიც თვითონვე იკისრა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია ორპროცენტიანი ბარიერის არსებობა და სრულიად პროპორციული არჩევნები. ალბათ მათ ჩანაფიქრიც ჰქონდათ, რომ ვინაიდან პროკურორის არჩევის შესახებ ჩანაწერი ამოიღეს, ჩვენ მთლიანად პაკეტზე ვიტყოდით უარს, თუმცა ეს არ მოხდა და ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება შენარჩუნებულ იქნა პირველ მოსმენაზე, თუმცა მეორე მესამე მოსმენაზე რას ითაღლითებს „ქართული ოცნება“ და რა სიურპრიზს გამოაგდებს, ეს კიდევ საკითხავია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიივან პავლოვი კრემლის რეპრესიებს საქართველოში გამოექცა
შემდეგი სტატიაურთიერთშეთანხმების მემორანდუმი არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ გაფორმდა