ჩიხლაძე – პოლიტიკა არ არის ქვაში გამოკვეთილი ქანდაკება, რომელიც ვერ შეიცვლება

​პოლიტიკა არ არის ქვაში გამოკვეთილი ქანდაკება, რომელიც ვერ შეიცვლება, მანდატების დატოვებაზე გადაწყვეტილება დაკორექტირდა, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ბრძოლაში ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, მათ შორის საკანონმდებლო, აქციები, მედია და დასავლეთთან ურთიერთობა. თავი არ უნდა შევიზღუდოთ და ის ბერკეტები არ უნდა გავიუქმოთ, რომელიც გვაქვს. პარლამენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თვალსაზრისით.

დარწმუნებული ვარ, 2021 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ სრულად პროპორციული არჩევნები იყოს, რათა ის 30 ადგილი ფორად არ დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს. თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს და უარს იტყვის, ამ შემთხვევაში, მაშინ მეც კი, რომელიც პარლამენტიდან ოპოზიციის გასვლის მომხრე არ ვარ, ამის მომხრე მეც გავხდები, თუ პარლამენტი აზრს დაკარგავს.

პოლიტიკა არის დინამიური პროცესი, გადაწყვეტილებები შეიძლება შეიცვალოს. ოპოზიციის პოზიციის ცვლა რატომ გიკვირთ, როცა „ქართული ოცნება“ დღეში რამდენჯერმე გადაწყვეტილებას ცვლის და პარტნიორებს „გადააგდებს“ ხოლმე შეთანხმებულ დოკუმენტზე. პოლიტიკა არ არის ქვაში გამოკვეთილი ქანდაკება, რომელიც ვერ შეიცვლება. მთავარია, რომ მანდატების დატოვებაზე სწორი გადაწყვეტილება იქნა ბოლოს მიღებული და დაკორექტირდა პოზიცია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

წინა სტატიაშიადვოკატი – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, თავს მხნედ გრძნობს
შემდეგი სტატია“ვივა მედის” ექიმი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა