ჩიხლაძე – “ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს დაარღვიოს, უგულვებელყოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები

ჩვენი, ოპოზიციური პარტიების რთული მუშაობის და 19 აპრილის შეთანხმების დამსახურებაა, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ნაწილი „საარჩევნო კოდექსში“ ასახულია , – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც არ არის ასახული, თუ ჩვენ გვინდა სრულფასოვანი საარჩევნო რეფორმა ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია თითოეული რეკომენდაცია ეუთო/ოდირის მხრიდან. „ქართული ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს დაარღვიოს, უგულვებელყოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები” – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ.ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში ინგა გრიგოლიას გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუგულავა – სისტემა თავისი ყველაზე დამპალი გამოვლინებებით დღეს გაიფურჩქნა