ჩიხლაძე: მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაიმართება
სხვა სტატიები
- თამარ ჟვანია – შედეგების გამოქვეყნებამდე, დათვლისა და შეჯამების პროცესთან დაკავშირებით საარჩევნო უბნებში საჩივრები არ ფიქსირდება
- ვხედავთ, რომელი პოლიტიკური ძალებისა და მედიასაშუალებების მიერ არის მიზანმიმართული ორკესტრირებული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე
- (video) მარკირება გავლილი ამომრჩეველები მთაწმინდის მეორე საარჩევნო უბანზე
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სიის ჩახსნის თაობაზე ცესკო-ს მიმართეს, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „წინა კვირაში, ხელისუფლების მხრიდან განცხადებების, მუქარისა და შანტაჟის შემდეგ, ვითარება შეიცვალა“. ამასთან, როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაიმართება.
„წინა კვირაში შეიცვალა ვითარება ხელისუფლების მხრიდან განცხადებების, მუქარისა და შანტაჟის შემდეგ. ასევე იცით, რომ დაიწერა სიის ჩახსნაზე ოპოზიციური პარტიების თხოვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიიისადმი, ამის მიუხედავად, ოპოზიცია მზად ვართ, მოლაპარაკების გასაგრძელებლად. ვადითაც კი, ჯერჯერობით რჩება დრო მოსალაპარაკებლად, სანამ ხიდები საბოლოოდ ჩაიწვება. ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ამ მოლაპარაკებას, რომელიც ხვალ ან ზეგ გაიმართება. ამის შემდეგ უფრო კონკრეტულად შეგვეძლება საუბარი პერსპექტივებზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ წაყენებული მოთხოვნები უცვლელია.
„პირობები იგივეა და არ იცვლება. შესაბამისად, ის მოსალაპარაკებელი პუნქტები, რაც ჰქონდა ოპოზიციას და რაზეც არის საერთოდ მოლაპარაკება, უცვლელია. დანარჩენს გვანახებს „ქართული ოცნების“ შემხვედრი პოზიცია. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პატიმრებთან ერთად, საარჩევნო კოდექსთან ერთად არის ისევ ვადამდელი ან ნაადრევი არჩევნების თემა. ეს რჩება მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ჩიხლაძემ.