ჩიხლაძე: მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ

სავსებით რეალურია, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს მთავრობის ცალკეულ წარმომადგენელს. ეს, რომ რეალური არ იყოს, სანქციებზე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არ საუბრობენ, ვიდრე ეს ძალიან რეალური არ ხდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„სამწუხაროდ, ეს რეალობაა და „ქართული ოცნება“, მისი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია, დაადგნენ ლუკაშენკოს და თურქმენეთიზაციის გზას. რა თქმა უნდა, შედეგებიც არ დააყოვნებს, მათ მოუწევთ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ჩვენი უდიდესი შეშფოთება ეხება ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას
შემდეგი სტატიასარჯველაძე: საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ არგუმენტები, რომლითაც გაბათილდება ეჭვები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა