ჩიხლაძე – გასაგებია, რომ საწოლფონდი ამოუწურავი არ არის, თუმცა აქამდე არ უნდა მივსულიყავით

გასაგებია, რომ საწოლფონდი ამოუწურავი არ არის, თუმცა აქამდე არ უნდა მივსულიყავით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სტაბილურად დღეში კორონავირუსით ინფიცირების 5 000 შემთხვევაზე მეტია, ეს, რა თქმა უნდა, მზარდი და საგანგაშო სტატისტიკაა. საწოლფონდი გასაგებია, რომ ამოუწურავი არ არის, თუმცა აქამდე არ უნდა მივსულიყავით. ახლა რაც უნდა გავაკეთოთ, არის აქტიური ვაქცინაცია, რომლისგანაც ამ წუთას ვერ ვნახავთ შედეგს, მაგრამ თვეების შემდეგ მივიღებთ. მეორე რაც უნდა გავაკეთოთ, სამედიცინო პერსონალის მაქსიმალური მობილიზება, გადანაწილება, მათი წვრთნა და აღჭურვაა, რადგან ე.წ. საველე ჰოსპიტალები რომც მოვაწყოთ, პერსონალი არ გვყავს, რომელიც დასაქმდება და პაციენტებს მოუვლის, აქედან გამომდინარე ერთ-ერთი პირველი ამოცანა სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია