ჩიხლაძე – გადადგეს ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.

სერგო ჩიხლაძის თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა დადგეს ჯანდაცვის მინისტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

“არ არის წარმოდგენილი პანდემიის მართვის 2021 წლის გეგმა და ალგორითმი. მეტად საეჭვოა ქვეყანაში არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანის პროცესიც. მით უმეტეს, რომ თვითონ მწარმოებელი ქვეყანაც ალაპარაკდა მათ დაბალ ეფექტურობაზე სხვა ავტორიზებულ ვაქცინებთან შედარებით.

ყოველივე აქედან გამომდინარე “სტრატეგია აღმაშენებელი” მოითხოვს:

1. გასაჯაროვდეს ვაქცინებთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკების დეტალი და კონტრაქტები

2. რა შედეგი ჰქონდა საგარეო მინისტრის მოადგილის ვიზიტს ინდოეთში და სად არის დაპირებული 180 000 დოზა, რომელიც მაისამდე უნდა შემოსულიყო?

3. დასახელდეს ვაქცინაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირები

4. სასწრაფოდ შემუშავდეს პანდემიის მართვის 2021 წლის საგანგებო გეგმა

5. განახლდეს არსებული ვაქცინაციის გეგმა, რომელიც ვერ პასუხობს დღევანდელ რეალობას

6. დაიწყოს სრულმასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ვაქცინაციასთან დაკავშირებით

7. თუ ამ კითხვებზე/მოთხოვნებზე პასუხი და რეაგირება არ არის, გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი და ყველა ის პირი, ვისი ვალდებულებაცაა ვაქცინაციის და პანდემიის პროცესის მართვა!” – თქვა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – ეს კვირაც პოლიტიკური სპექტრისთვის იმედიანია
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე – კარგია, რომ ხელისუფლების მიმართ წნეხი ძლიერდება