ჩიხლაძე – ჩვენი მხრივ, მზად ვართ გონივრული კომპრომისისთვის

ჩვენი მხრივ მზად ვართ გონივრული კომპრომისისთვის და ხელისუფლებისგანაც იმავეს ველოდებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ დოკუმენტი, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე კრისტიან დანიალსონი წარადგენს, შუალედური ვარიანტი იქნება.

„დაველოდოთ დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გასაჯაროვდება. ბატონმა დანიელსონმა იცის მხარეების პოზიციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ შუალედური, შემხვედრი ვარიანტი იქნება. საკითხებს რაც შეეხება, ხუთივე იქნება შემოთავაზებული, ხუთივე საკითხზე იქნება მსჯელობა. ველოდებით ამ დოკუმენტს, ჩვენი მხრივ, მზად ვართ გონივრული კომპრომისისთვის და ასევე, ხელისუფლებისგანაც ველოდებით იმავეს.

წინა ეტაპებზე ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ წამოვიდა შედარებით იოლ საკითხებზეც კი, რაც იყო სასამართლო, საარჩევნო საკითხები, იქაც კი, რაზეც იყო ოპოზიციის თანხმობა, ამაზეც არ წამოვიდა. ამიტომ დაველოდოთ დღევანდელ დღეს და დოკუმენტიდან და შეთავაზებიდან ვიმსჯელებთ, ვინ რაზე არის წამსვლელი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე