ჩიხლაძე – არის პატარ-პატარა ხვრელები, სადაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ნაღმები ჩადოს

არის პატარ-პატარა ხვრელები, რომელზეც „ქართული ოცნება“ ცდილობს ნაღმები ჩადოს, მაგრამ ეს არ გამოვა იმიტომ, რომ შეთანმება უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, „ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“.

„ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ ინტერპრეტაცია მოახდინოს, მეტი მუხლები ჩაწეროს, მუხლებიც კი არა, გაურკვეველი ჩანაწერი, ვის შეეხება და ვის არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კანონპროექტი დაიხვეწება. ჩვენ ჩვენი კანონპროექტის ლობირებას მოვახდენთ და ყველანაირად ვეცდებით, ჩვენი კანონპროექტი იყოს მხარდაჭერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო გვექნება თითოეულ პუნქტზე, თითოეულ წინადადებაზე, მაგრამ მთავარი არის ის, როგორ ჩაითვლება შესრულებულად. რისთვის იყო საერთოდ ეს ამნისტია მიღებული, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლებულიყვნენ. შესაბამისად, ერთი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, მეორე – ნიკა მელიაც გათავისუფლდება, უნდა ეს თუ არა „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, აქ საუბარია ვადებზე. ჩემი ხედვაა, ყველაზე კარგი იქნება, მელია დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს და სწრაფად მოხდეს მისი გამოშვება. ჩვენც, ოპოზიციასაც ხელ-ფეხი გვექნება უფრო გახსნილი ამნისტიის კანონპროექტთან მიმართებით, დროში შეზღუდულები არ ვიქნებით და მეტი არეალი გვექნება, თუ არადა, მაქსიმალურად მოკლე დროში შევეცდებით, რომ ამნისტიის კანონპროექტი საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით იყოს მიღებული“, -განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიმელაშვილი გარეჯში მომხდარ თავდასხმაზე – გააფრთხილა ვიღაცამ, რომ მოდიან და დახვდით
შემდეგი სტატიაგომელაური 20 ივნისის საქმეზე – სადაც დამიბარებენ ყველგან მივალ