ჩიკაგოში პოლიციელებმა შემთხვევით 5 შვილის დედა მოკლეს

ჩიკაგოში პოლიციელებმა შემთხვევით 5 შვილის დედა მოკლეს

54ჩიკაგოში პოლიციელებმა 5 შვილის დედა 55 წლის ბეტტი ჯონსი, და 19 წლის კუინტონიო ლეგრიე მოკლეს. ორივე მსხვერპლი აფროამერიკელია – წერს Associated Press.
სროლა წუხელ ღამე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი მამასთან ჩხუბის შემდეგ მისი ოთახის შენგრევას აპირებდა ბეისბოლის ბიტით, მამამ ამასობაში პოლიცია გამოიძახა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც ლეგრიე მათ თავს დაესხა. სროლის შედეგად სრულიად შემთხევვით იმავე ქუჩაზე მიმავალი მეზობელი, 5 შვილის დედა დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ შემთხვევითი მსხვერპლის ოჯახს ბოდიში გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიობამამ საშობაო პლეი-ლისტი გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძის პირველი კომენტარი-შეცვლის თუ არა ღარიბაშვილი ქადაგიძეს?