ჩიკაგოში 95-ე სართულიდან ლიფტი მოწყდა – არავინ დაშავებულა

ჩიკაგოს ცათამბჯენის 95-ე სართულიდან ლიფტი მოწყდა. მასში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, არავინ დაშავებულა. ლიფტი მე-11 სართულზე გაიჭედა, მგზავრებმა თავის მეგობრებს შეტყობინებები გაუგზავნეს, რომლებიც სამაშველო სამსახურებს დაუკავშირდნენ. სამ საათში ყველა მათგანი ლიფტიდან უვნებლად ამოიყვანეს. შემთხვევა პარასკევს მოხდა.
ექვს მგზავრს შორის ერთი ფეხმძიმე ქალი იყო – “ბიბისი” წერს.

მომხდარის შესახებ გამოძიება დაიწყო, რომელმაც შემთხვევის მიზეზები უნდა დაადგინოს. ჩამოვარდნილ ლიფტს შემოწმება მიმდინარე წლის ივლისში ჩაუტარდა.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ეიმუნტას ნეკროშუსი – ერთ-ერთი უჩვეულო თეატრალური რეჟისორი
შემდეგი სტატიაქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ უფლებები შეინარჩუნა