ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის საიდუმლო შეხვედრა – ბაკურიანში აუდიენციას ფედერაციის პრეზიდენტის ძმაც ესწრებოდა

ბაკურიანში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრების საიდუმლო შეხვედრა შედგა. შეხვედრას ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ძმაც ესწრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ, “რუსთავი2” ავრცელებს.

საიდუმლო შეხვედრის შემდეგ, მათ სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს, სადაც პრეზიდიუმის წევრებთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტის ძმა ვლადიმერ გეგეშიძეც ჩანს.

როგორც ირკვევა შეხვედრაზე სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი განიხილეს და მისი მოგვარების გზებზეც იმსჯელეს.

„მე ვიყავი მაინტერესებდა მათთან საუბარი, გავესაუბრე ხალხს და მოვდივარ უკან. საუბარი შეეხებოდა მოვლენებს, ასე გაგრძელება არ შეიძლება და ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ამ თემაზე ვილაპარაკეთ და ხვალ თუ ზეგ შევხვდები ზურას და დაველაპარაკები,“-განაცხადა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა რომან რურუამ

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის დის საეკლესიო ბიზნესი – დეკანოზ მამალაძის სკანდალური წერილი ციხიდან
შემდეგი სტატია„მზიურში“ სოციალური კაფე გაქურდეს