ჭიჭინაძე – ვინც ჯერ კიდევ თბილ კაბინეტებშია, თუ მართლა უნდათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დატოვონ პარლამენტი და ხალხს დაუდგნენ გვერდით

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ვინც ჯერ კიდევ თბილ კაბინეტებშია და ვერაფერს აკეთებენ, თუ მართლა უნდათ ცვლილებები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დატოვონ პარლამენტი და ხალხს დაუდგნენ გვერდით.

„სესხების ჩამოწერა, არაპროფილური საქმიანობის აკრძალვა, გადასახადების შემცირება, ჩვენი ეკონომიკის წახალისება, შიდა ინვესტორის ინსტიტუტის გაჩენა – მე მჯერა, რომ ეს შესრულებადია! აი ამისთვის უნდა გავერთიანდეთ. ამიტომ ვეძებ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლებ.

მათ კი, ვინც ჯერ კიდევ თბილ კაბინეტებში სხედან და ვერაფერს აკეთებენ, თუ მართლა უნდათ ცვლილებები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დაასრულონ „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია, დატოვონ პარლამენტი და ხალხს დაუდგნენ გვერდით.

წინ სერიოზული პრობლემები და ცივი, მშიერი ზამთარია“, – აცხადებს ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოჰყვება – ბლინკენი ზელენსკის
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა