ჭიჭინაძე თურნავას: მაღაროელებმა ფეხზე მდგომელებმა არ უნდა ჭამონ ძაღლებივით, ეს საკითხი თუ მაინც დააყენეთ ჭიათურაში?

რამდენიმე საათია ეკონომიკის მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ნათია თურნავა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული. სხვა საკითხებს შორის ჭიათურაში, მაღაროელების მასშტაბური გაფიცვა ერთ-ერთია, რაზეც მინისტრს პასუხების გაცემა მოუწია.

დავით ჭიჭინაძე დაინტერესდა თუ რა გააკეთა პირადად ნათია თურნავამ პრობლემების მოსაგვარებლად.

„თქვენ თქვით, რომ სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერთოს კერძო სტრუქტურების ურთიერთობაში და მე მაინტერესებს, რომ რამ გადაგაწყვეტინათ? იმან რომ ეს ხალხი უკვე კრიტიკულად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ქვეყნის მასშტაბით იძაბებოდა სიტუაცია, თუ თქვენ ჩათვალეთ, რომ მმართველი კომპანია იქნება ეს, სახელმწიფო კომპანია თუ კერძო მესაკუთრე სათანადოდ არ უსრულებდნენ იმ პირობებს რასაც ეს ადამიანები თხოულობდნენ“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით კი, უწყება იმ ნაწილში, რაც სახელმწიფო ზრუნვის საკითხია, გარკვეულ ზომებს იღებს და ეს მომავლშიც გაგრძელდება.

„ჩვენ კვლავაც წერტილოვნად ჩავერევით განსაკუთრებით იქ სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდება სოციალური პირობების არასათანადოდ უზრუნველყოფაზე. კვების პრობლემებზე, ჯანდაცვის პრობლემებზე და იმ პრობლემებზე რომელიც არის სახელმწიფოს ზრუნვის და კონტროლის საგანი,“-განაცხადა ნათია თურნავამ.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შეურაცხმყოფელია როდესაც 21 -ე საუკუნეში თანამშრომლები კვების საკითხი მოგვარებაზე საუბრობენ. მისივე თქმით, სირცხვილია, როდესაც მაღაროელები ითხოვდნენ ელემენტარულ პირობებს, რომ მაგდენი მაინც ჰქონდეთ იმისთვის, რომ მათთვის ყოველდღიურად გამოყოფილი მწირი საკვები ადამიანურ პირობებში. ჭიჭინაძე დაინტერესდა დააყენა თუ არა მან ეს საკითხი ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე.

„21-ე საუკუნეში კვებაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ. ადამიანები ითხოვდნენ, რომ სადაც ზიან იქ რომ ეს ურიგდებათ პაკეტები დღიური რაციონი ლარი და ოთხმოციანი, რომ იმის მაგიდა მაინც მოაწყონ და ძაღლებივით ფეხზემდგომელებმა არ ჭამონ. ეს საკითხი მაინც თუ დააყენეთ და შეათანხმეთ,”-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ ასეთ საკითხებში ჩარევის აუცილებლობას ის ვერ ხე„მე იქ ვნახე და დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ მაღაროელებს ძალიან პასუხისმგებლიან და სერიოზულ ადამიანებს შესწევთ ძალა და უნარი და კომპეტენცია, რომ ამ საკითხებზე და ყველა დეტალურ საკითხებზე მიაღწიონ სრულ შეთანხმებას კომპანიასთან,“-განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიკასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიანათია თურნავა რომან გოცირიძეს – თუ შიდა აუდიტორის ვაკანსია გამომიჩნდება, სიამოვნებით მიგიწვევთ ძალიან კარგი პოტენციალი გაქვთ