ჭიჭინაძე: თუ შენ თვითონ არ შეგიძლია არჩევანის გაკეთება, ხალხს რატომ, რა ნამუსით ეძახი მაშინ არჩევნებზე მოსასვლელად?

როდესაც ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს, პოლიტიკოსი კი ეგოისტობს და ვითომ საკუთარი რეპუტაციის გაფრთხილების მიზნით მოვლენებს ემიჯნება – ასეთი პოლიტიკოსის ადგილი პოლიტიკაში საერთოდ არ არის, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისი თქმით, მხოლოდ ის ნაბიჯები უნდა გადადგას პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის მომავალს გამოადგება.

„თუ შენ თვითონ არ შეგიძლია არჩევანის გაკეთება, ხალხს რატომ, რა ნამუსით ეძახი მაშინ არჩევნებზე მოსასვლელად? მითუმეტეს დღეს, როდესაც ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს, პოლიტიკოსი კი ეგოისტობს და ვითომ საკუთარი რეპუტაციის გაფრთხილების მიზნით მოვლენებს ემიჯნება – ასეთი პოლიტიკოსის ადგილი პოლიტიკაში საერთოდ არ არის.

რადგან შეიძლება რაღაც არაპოპულარულიც იყოს, არც მოგწონდეს, მაგრამ პოლიტიკოსი თუ გქვია მხოლოდ იმ ნაბიჯით უნდა იარო, რაც ქვეყანას გამოადგება სამომავლოდ. ხალხის უპირველესი დაკვეთაც ხომ ცვლილებებია და არა ვიღაცების დაბინავება“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილთან შეხვედრას სანდრა რულოვსი, მისი შვილები და გიული ალასანია ითხოვენ
შემდეგი სტატიანიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს