ჭიჭინაძე: სხვადასხვა პარტიებიდან გაქცეულ ფრაქციები, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციებს მართავენ

“სხვადასხვა პარტიებიდან გაქცეული, სახელდახელოდ შეკოწიწებული ფრაქციები იდეოლოგიის გარეშე, კონსულტაციებს მართავენ თურმე მთავრობის ჩამოსაყალიბებლად და პრემიერზეც შევთანხმდითო – განცხადებას ავრცელებენ.

ხოდა, თუ უკვე პრემიერიც გადაუწყვეტიათ და მთავრობაც, მაშინ წავიდნენ და მარტო მოიგონ 43 %!

როდესაც ქვეყანაში ასეთი უსამართლობა ხდება, ადმიანებს, მედიას თვებს უტეხავენ, ახაგაზრდა კაცი იღუპება! ოპოზიციის ერთი ნაწილი, საზოგადოება ქუჩაში დგას, მეორე ნაწილი კი ისევ „ოცნებასთან“ ჯდება მოლაპარაკებაზე და ხალხის მოტყუებას ცდილობს, რომ რაღაც მითიურ ინიციატივებს დააინიციებენ, პირდაპირ ვაცხადებ:

ასეთი ინიციატივის დაყენება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს და ვინც ამ ყველაფერზე ხელს მოაწერს, ის ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს და მუშაობს „ქართულ ოცნებაზე“!

მოკლედ, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყველაფერზე სახელის დარქმევა გვიჭირს…

პოლიტკა კი, ბიზნესი ჰგონია ზოგიერთს და ქვეყნის მართვა საკუთარი საკრედიტო კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღება.”- აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშიბულგარეთის ვადამდელ არჩევნებში შოუმენმა გაიმარჯვა
შემდეგი სტატიარუსთავში მკვლელობა მოხდა