ჭიჭინაძე – საზოგადოების დიდი ნაწილი არ თვლის 2020წლის არჩევნებს ლეგიტიმურად, ხალხი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს

თვითონ ელჩებმა დაუშვეს თავიდან ძალიან დიდი შეცდომები, როდესაც ოპოზიცია გადალახულებად და არაგადალახულებად დაყვეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ პირდაპირ გაიზიარეს „ოცნების” არითმეტიკა”,- ამის შესახებ „ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფასილიტატორებმა შეცდომები დაუშვეს, „როდესაც ოპოზიციაზე ცდილობდნენ ზემოქმედებას, რათა მათ არჩევნები ეღიარებინათ და პარლამენტში შესულიყვნენ”.

„ახლა, ნელ-ნელა, უკვე ისინიც ათვითცნობიერებენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ თვლის 2020წლის არჩევნებს ლეგიტიმურად, ხალხი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და პირიქით, ოპოზიციას მოუწოდებს შეურიგებელი იყოს.

ელჩის განცხადებაც, რომ “ხალხში დაიკარგა ნდობა არჩევნების მიმართ” ყველაზე შემაშფოთებელია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხში დაკარგა ნდობა დემოკრატიასთან მიმართებაში. დამოუკიდებელ ქვეყანაში შეეგუო იმას, რომ გიწევს ბრძოლა დემოკრატიის და დემოკრატიული არჩევნებიისთვის, წარმოუდგენელია!

მოკლედ, ჩვენი ქვეყნის მომავალი პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევქმნათ, რადგან ვერავინ მოვა და ვერავინ დაგილაგებს სიტუაციას. თუმცა, “ოცნებას” აუცილებლად მოუწევს აშშ ელჩის განცხადებაზე სერიოზული დაფიქრებაც, იმიტომ, რომ მათ გაითვალისწინეს ხალხის აზრი, ხალხში კი, ცვლილებების მოთხოვნაა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ EMC-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან 1500-მდე ოჯახს საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემს