ჭიჭინაძე: საყოველთაო შერიგების ინიციატორი არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური მხარე იყოს

კარგი იდეაა, მაგრამ საყოველთაო შერიგების ინიციატორი არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური მხარე იყოს, – ასე ეხმაურება მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე საყოველთაო შერიგების შესახებ იდეას.

მისი თქმით, საყოველთაო შერიგება ვერ მოხდება, რადგან არცერთი პოლიტიკური მხარე არ ენდობა მეორეს.

„ვერ გამოვა ასე, რადგან არცერთი პოლიტიკური მხარე არ ენდობა მეორეს, მითუმეტეს, იმ რეალობაში, როდესაც საზოგადოება სამ ნაწილადაა გაყოფილი – „ოცნების” რადიკალური მომხრეები, “ნაციონალების” რადიკალური მომხრეები და არც თუ პატარა მხარე, ვისაც არც ერთი უნდა და არც მეორე.

ამიტომ, პოლიტიკურ მხარეს შემრიგებლად ძლიერი ინსტიტუტი სჭირდება, ისეთი, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისთვის იქნება მისაღები და რაც მთავარია, რომლის ნდობაც ყველაზე დიდია საზოგადოებაში.

სხვა შემთხვევაში ეს დაპირისპირება არასოდეს დასრულდება და ქვეყანა კატასტროფაში აღმოჩნდება, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფო აღარ გვაქვს, მთავრობა კი, იმის მაგივრად რომ ქვეყნის განვითარების გეგმაზე იმუშაოს, ჯერ კიდევ სააკაშვილთან და “ნაციონალებთან” ბრძოლითაა დაკავებული და ასე აპირებენ 2030 წლამდე მიყვანას“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიდმანისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ვერ პოულობენ
შემდეგი სტატიაკალაძე ოპოზიციას: ჩვენ შეიძლება იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ, ვიდრე არსებობს თქვენი მსგავსი დესტუქციული ძალა, სამწუხაროდ, პოლიტიკაში იდეალური არაფერი იქნება