ჭიჭინაძე: როგოც ჩანს „ქართული ოცნება“ ორ კანდიდატს დამიყენებს და აქიდან ერთი გიორგი ვაშაძეა

„როგოც ჩანს „ქართული ოცნება“ ორ კანდიდატს დამიყენებს და აქიდან ერთი გიორგი ვაშაძეა“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და განმარტავს, რომ გიორგი ვაშაძის პირადი ურთიერთობები ხელისუფლების უახლოეს კარზე არავისთვის საიდუმლო არ არის.
„როდესაც ადამიანს პრეტენზია აქვს პრემიერობაზე, როგორც მინიმუმ საკუთარი ამომრჩეველი უნდა ყავდეს და მხოლოდ სხვადასხვა იდეოლოგიის დეპუტატების მხარდაჭერის იმედად არ უნდა იყოს…
“ქართულ ოცნებას“ რაც ეხება, რაც არ უნდა თვალონ, გაყონ, დააჯამონ, მექანიზმი არ არსებობს, რომლითაც ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან.
ჯერ ერთი, ივანიშვილის გარემოცვა, რომელსაც ფინანსური მაქინაციების, ქვეყნის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია.
და მეორე, თავად ივანიშვილი, რომელიც თავადვე გახდა არა მარტო მისი გარემოცვის, არამედ იმ ერთმანეთთან დაპირისპირების პოლიტიკის და შიდა ინტრიგების მძევალი, რომელსაც რვა წელია ატარებს.
ეს მაინც ვიცი ზუსტად, როგორ ხდება „ყურზე ჯდომა“, გაუთავებელი „ინფორმირება“ და შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება.
მოკლედ, სამართლიანობის ნატამალი არ არსებობს იმ გარემოცვაში და ეს ფაქტია.
მაგრამ სადაც სამართლიანობა არ არის, იქ ზნეობაც არ არსებობს.
ხოლო, სადაც ზნეობა არ არის, იქ გამარჯვება გამორიცხულია!“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშივამაყობ იმ მტკიცე პარტნიორობით, რომელსაც აშშ საქართველოსთან იზიარებს
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია აცხადებს, რომ შესაძლოა, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე დაუშვან