ჭიჭინაძე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება აღარ შეიძლება

რაც დღეს ხდება, გადატრიალება, ქვეყნის დამხობაა. ამ ყველაფერს „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს და ამის შეგუება უბრალოდ აღარ შეიძლება, – ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და საიდუმლო მასალებმა სუს-იდან გაჟონა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის ხელისუფლებაში დატოვება აღარ შეიძლება.

„დღეს ქვეყანაში აღარც რეფერენდუმის დროა, არც „ქართული ოცნების“ ნდობის დამტკიცება არ დამტკიცების. მმართველი გუნდის ხელისუფლებაში დატოვება აღარ შეიძლება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ხელისუფლება არა თუ გვიცავს, ღმერთმა დაგვიფაროს ეს ფაილები გამომზიურდეს და საჯარო გახდეს. იმდენი ადამიანი გადაემტერება ერთმანეთს, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ, სისხლისღვრა მოხდება.

საპარლამენტო ოპოზიციას რაც ეხება, კეთილი ინებონ და სასწრაფოდ შექმნან საგამოძიებო კომისია. საჯარო, ღია, ყველამ რომ შეძლოს ჩვენების მიცემა ისეთი და იქნებ ერთხელ და საბოლოოდ გავერკვეთ ვინ ქმნის ქვეყანაში ასეთ მდგომარეობას.

მოკლედ, ის რაც დღეს ხდება, გადატრიალება, ქვეყნის დამხობაა. ამას „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს და ამის შეგუება უბრალოდ აღარ შეიძლება“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ლილუაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ​- დეკანოიძე
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 167 თბილისში, 498 იმერეთში, 339 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა