ჭიჭინაძე – პარლამენტში შესული, რეპუტაციადაკარგული ოპოზიცია დაკარგავს ხმებს

“პარლამენტში შესული რეპუტაციადაკარგულები დღეს იმ მორალს და ზნეობას ებრძვიან, რომელიც ნიკას აქვს შენარჩუნებული და იმ სიმტკიცის წართმევა უნდათ მისთვის, რომელიც ნიკას ციხეში ჯდომაში ეხმარება.

ეს იმის ბრალია, რომ თავადაც იმ ცვლილებების გარშემო კი არ გაერთიანდნენ, რომელიც ხალხს სჭირდება, დროებითი საჭიროების გარშემო გაერთიანდნენ, მერე რომ უფრო სარფიანად ევაჭრათ ცალ-ცალკე.

ამით კი საბოლოოდ, მხოლოდ „ოცნებას“ „გაუპრავეს“.

ანუ, სანამ მთავარი აქტორი ციხეშია, და ნარჩენები ვაჭრობდნენ, ამნისტია წყალგამყოფი აღმოჩნდა, ოპოზიციური ერთობა – გახლეჩილი…

შედეგი შემედგომაზე, ადგილობრივ არჩევნებზე აუცილებლად დადგება.
რადგან, პარლამენტში შესული, რეპუტაციადაკარგული ოპოზიცია დაკარგავს ხმებს, რაც პირველ რიგში სწორედ „ქართულ ოცნებას“ აწყობს”- წერს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა