ჭიჭინაძე – „ქართულ ოცნებას“ შიში ბევრ სიბოროტეს აკეთებინებს

ახლა, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლების მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ერთ ადამიანს ებრძვის და უფრო მეტიც, გამოდიან და ასე ცინიკურად, ასე თავისსავე სამარცხვინოდ დასცინიან, ამას ერთადერთი ახსნა აქვს – მათ ეშინიათ! – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი როგორც შემოვიდა და სამი დღე იარა მთელ ქვეყანაში, ისევე გავიდოდა, რომ სდომოდა. ხელისუფლება კი, ვერც ვერასოდეს გაიგებდა, იმდენად სამარცხვინოდაა ყველაფერი მორღვეული და ვერ აკონტროლებენ ვინ შემოდის და ვინ გადის. მაგრამ ჩამოვიდა და ჩაბარდა. ახლა, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლების მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ერთ ადამიანს ებრძვის და უფრო მეტიც, გამოდიან და ასე ცინიკურად, ასე თავისსავე სამარცხვინოდ დასცინიან, ამას ერთადერთი ახსნა აქვს – მათ ეშინიათ! მითუმეტეს, კობახიძეს რა აქვს სათქმელი, 2010 წელს პირადად სააკაშვილს დაუწერა სამუდამო კონსტიტუცია, თორემ მე, მისი მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით, 2012 წელს სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოდი. მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ვინმემ სამართალი იპოვა კი არა, იქამდეც მივიდნენ, რომ ადამიანს მკურნალობას და სასამართლოს უკრძალავენ.

მოკლედ, „ოცნების“ ხელისუფლებას ეშინია, შიში კი ბევრ სიბოროტეს აკეთებინებს. ეს სიბოროტეა შესაჩერებელი!“- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ახალი PLUS ბარათი გაუმჯობესებული პირობებით
შემდეგი სტატიარუსთავში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს