ჭიჭინაძე: „ოცნების“ ახალგამოჩეკილ სახეებს რომ ვუყურებ, კითხვა მაქვს მათთან: თქვენ რა პრეტენზია გაქვთ მიხეილ სააკაშვილთან?

“ოცნების“ ახალგამოჩეკილ სახეებს რომ ვუყურებ, ცოცხების აქციებს ვინც აორგანიზებს დღეს, ერთადერთი კითხვა მაქვს მათთან: აი, თქვენ რა პრეტენზია გაქვთ მიხეილ სააკაშვილთან? – ასე მიმართა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს.

ჭიჭინაძე პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა და სამარცხვინო უწოდა.

„რა საერთო გაქვთ 2012 წელთან?! თქვენ ხომ სწორედ ის ადამიანები ხართ, სააკაშვილის ერთგული მსახურები, მუდმივი მონები, ვინც თავის დროზე ყველაზე მეტად დააზიანა „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან როგორც ახლა იბრძვით თავგამოდებით მიშას და „ნაციონალების“ წინააღმდეგ, სწორედ ასე იბრძოდით მაშინ ოპოზიციის წინააღმდეგ.

ღარიბაშვილს კიდევ ვეტყვი, რომ ყველა მის განცხადება არის სირცხვილი!

ჯერ ერთი, თუ მართლა ვინმეს ბრალის წაყენება უნდოდა სააკაშვილისთვის, ან კითხვა ჰქონდა მასთან, 2012-2013 წლებში სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, ძალაუფლება „ოცნებას“ ჰქონდა და ემოქმედათ! ვინ დაუშალა?!

მაგრამ არა, კოჰაბიტაცია იყო მაშინ მოდაში…

ახლა კი, მთელი 4 დღე ისე იმოძრავა ქვეყანაში, არავის არაფერი გაუგია, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ არც სახელმწიფო გვაქვს, არც მთავრობა გვყავს, საზღვრებიც მორღვეულია.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აქციაზე მისვლა და უწყვეტი პროტესტი, ამ ქვეყანაში რეალური ცვლილებები რომ დაიწყოს. მით უმეტეს, რომ „ ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ მიიღო ამომრჩევლისგან სილა არჩევნებზე.

დღევანდელ აქციაზე უკვე ამ სილის გაწვნის შედეგი უნდა დაიდოს. ეს უნდა გახდეს სერიოზული მუხტი მეორე ტურისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე: არავითარი ე.წ. საზღვარი არ არსებობს და ამ ტერმინს ნუ იყენებთ, რადგან ეს არის საოკუპაციო ხაზი
შემდეგი სტატიაკოტე ყუბანეიშვილის ლექსი აქციაზე: თბილისისკენ დაძრულია კოლონები, საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად