ჭიჭინაძე -“ოცნებას” ხელისუფლების შენარჩუნების უნარი არ აქვს

“ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება. ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია უნდა შევიდეს, რადგან, მისი თქმით, ეს ოპოზიციური ერთიანობის შესანარჩუნებლადაა საჭირო.

მარტო “ნაციონალები” კი არა, შალვა ნათელაშვილი, თაკო ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, ეს ე.წ. ხელმომწერი საარლამენტო ოპოზიცია იმდენად სუსტად, იმდენად უსუსურად გამოიყურება „ქართული ოცნების“ ფონზე, რაც სრულიად ოპოზიციას, ყველას აზარალებს.

პირადად ნიკა მელიაც აუცილებლად უნდა შევიდეს, თვალებში ჩახედოს იმ ადამიანებს, ვინც ორჯერ დაუჭირა მხარი მის დაჭერას და საპარლამენტო ტრიბუნიდან კითხოს მათ – რა პირადი ბოღმა აქვთ მისი ასეთი?! მითუმეტეს, რომ საუბარია ისეთ დეპუტატებე, ვისაც მანდატი ხალხმა კი არ მიანიჭა, ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა.

მოკლედ, ოპოზიციური ერთიანობის შესანარჩუნებლად უნდა შევიდნენ, ოღონდ რა თქმა უნდა, ხლმოწერის გარეშე”, – ამბობს ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ “ოცნებას” ხელისუფლების შენარჩუნების უნარი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ „ჯორჯიან თაიმსის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაწულუკიანი გელათის რესტავრაციაზე – პროკურატურა საკმაოდ მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს