ჭიჭინაძე – ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია

ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია. კაცი ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს, გავიმარჯვეთო, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც დავით ჭიჭინაძე განმარტავს, როდესაც კრიზისი დაძლეული არ იქნება, პარლამენტში შესულ ყველ ოპოზიციონერს „გახარია გამოყრის გარეთ“.

„ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია. კაცი ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს გავიმარჯვეთო. არ შეიძლება არ იყო იმის ერთგული, რასაც პრინციპი და სამართალი ჰქვია! თუ სულ რაღაც 2-3 თვის წინ მიცემულ პირობასაც კი ვერ ასრულებ, ან ამომრჩეველს რაზე უნდა ესაუბრო, ან პოლიტიკოსი რატომ უნდა გერქვას? მოკლედ, რაც 19 აპრილს მოხდა, ამის ძალიან კარგი შეფასება იქნება შემოდომაზე. როდესაც არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური კრიზისი დაძლეული არ იქნება და დღეს პარლამენტში შესულ ყველ ოპოზიციონერს სწორედ გახარია გამოყრის გარეთ, რადგან ინიციატივა სწორედ მის ხელში გადავა. თუ რა თქმა უნდა ახლა „ოცნებაშიც“ არ შევლენ, ახლა უკვე მთავრობა და ბიუჯეტი რომ შეუნარჩუნონ „ოცნებას“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 634 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა