ჭიჭინაძე – ხალხის შერიგება თუ გვინდა და არა პოლიტიკოსების გარიგება, ამის ბერკეტი საქართველოში მხოლოდ ეკლესიას აქვს

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხალხის შერიგება თუ გვინდა და არა პოლიტიკოსების გარიგება, ამის ბერკეტი საქართველოში მხოლოდ ეკლესიას აქვს. ამის შესახებ ჭიჭინაძე „ფეისბუქში“ წერს.

„სალომე ზურაბიშვილამდე შარლ მიშელთანაც ასეთივე იმედიან-ბედნიერი დარბოდა ოპოზიცია, იმიტომ არ დაახიეს ის ხელმოწერები თავზე.

როდემდე უნდა ამასხარავებინოთ თავი კობახიძეს? ამით მხოლოდ დროს წელავენ, ამასობაში კი ქვეყანას ვკარგავთ,

მშიერ ადამიანებს კი წინ ცივი ზამთარი აქვთ და არანაირი პერსპექტივა.

შიმშილობით მოძალადეს ვერასოდეს დაამარცხებ, თან ასეთ ცინიკურს.

“ქართულ ოცნებას” არ აქვს ის მორალური ღირებულებები, რომელსაც შიმშილობით შეავიწროვებ.

ხალხის შერიგება თუ გვინდა და არა პოლიტიკოსების გარიგება, ამის ბერკეტი საქართველოში მხოლოდ ეკლესიას აქვს!

2012 წელს ხელისუფლების შეცვლაშიც ყველაზე დიდი როლი სწორედ ეკლესიამ შეასრულა“, – წერს ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიააშშ – თუ მოსკოვი უკრაინას თავს დაესხმება, რუსეთის საზღვრებთან NATO-ს მეტი ძალები განთავსდება