ჭიჭინაძე გახარიაზე – კითხვებსაც უნდა გასცეს პასუხი და რაღაც აუცილებლად უნდა მოინანიოს კიდეც

“თუ გახარია თავს წარმოგვიჩენს, რომ ის იყო მონა და შესაბამისად, მონური გადაწყვეტილებების შემსრულებელი, მონა ქვეყანას ვერ მართავს, რადგან დღეს ერთის მონა, ხვალ სხვისი მონა იქნება” – ამის შესახებ “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა.

ხოლო, თუ თავად მიიღო ის გადაწყვეტილებები, მაშინ იმ გადაწყვეტილებების სისწორე დაგვიმტკიცოს, ხალხს აუხსნას და დაარწმუნოს პირველ რიგში. მოკლედ, გახარიამ კითხვებსაც უნდა გასცეს პასუხი და რაღაც აუცილებლად უნდა მოინანიოს კიდეც, თორემ ის წყვილი თვალი რომელიც გვიყურებს, მას გულწრფელობას ვერასოდეს გამოაპარებ და თვალისჩამპაჭუნებელი გახარია კი ყველას ახსოვს. ყველაზე დიდი თავისტკივილი, გახარია, მაინც „ქართული ოცნებისთვის“ იქნება, – ამბობს ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიაშშ ავიაკომპანიებს ბელორუსის თავზე ფრენისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია დღეს პარტიის პრეზენტაციას გამართავს